ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში აფეთქებას პროფესორის სიცოცხლე ემსხვერპლა


თეირანში აფეთქებას პროფესორის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაუდგენელმა მოტოციკლისტმა მეცნიერის მანქანაზე ბომბი მიამაგრა და გაუჩინარდა.

ირანის განცხადებით, თეირანში მომხდარი აფეთქების დროს ბირთვული საკითხების ერთი მეცნიერი დაიღუპა და მეორე დაიჭრა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაგმო ეს ტერორისტული აქტი და მასში შეერთებული შტატების და ისრაელის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ირანის მედიის განცხადებით, დაუდგენელმა მოტოციკლისტმა ერთი მეცნიერის მანქანაზე ბომბი მიამაგრა და გაუჩინარდა. ამ შემთხვევის დროს, მეცნიერი მაჯიდ შაჰრიარი დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე დაიჭრა.

თავდასხმა მოხდა მეორე მეცნიერზეც, რომლის დროსაც ფიზიკოსი აბასი და მისი მეუღლე დაიჭრნენ.

XS
SM
MD
LG