ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერის მემუარები


მოწინააღმდეგეები პრემიერს დღემდე ვერ პატიობენ, რომ მისი გადაწყვეტილების შედეგად ბრიტანეთი ერაყის ომში ჩაერთო.

ყოფილი პრემიერ მინისტრის ტონი ბლერის მოგონებების წიგნს ბრიტანეთში წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა ბევრი მოწინააღმდეგე ყოფილ პრემიერს დღემდე ვერ პატიობს იმ ფაქტს, რომ მისი გადაწყვეტილების შედეგად ბრიტანეთი ერაყის ომში ჩაერთო.

დუბლინში ბლერის მოგონებების ახალ წიგნს მოწინააღმდეგები საპროტესტო აქციაზე კვერცხებისა და ფეხსაცმელების სროლით შეხვდნენ.მათი აზრით მიუღებელია, რომ ამდენი წლის მერეც ყოფილ პრემიერ მინისტრს საკუთარი გადაწყვეტილება არ სტანჯავს და სინდისის ქენჯნის ნატამალიც არ გააჩნია. კრიტიკოსების აზრით, ერაყის ომმა არაერთი ბრიტანელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა და ტონი ბლერი ერთადერთია, ვისაც ეს პასუხისმგებლობა ეკისრება.

ბიბისისთვის მიცემულ ინეტრვიუში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა აღნიშნა:

„როგორ შეიძლება არ განვიცდიდე იმას,რომ ამ ომში ადამიანები დაიღუპნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არაჰუმანური ადამიანი ვარ. თუმცა როცა მეკითხებიან, ვნანობ თუ არა ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებას - ვპასუხობ : პასუხიმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე ამასთან დაკავშირებით, თუმცა სინანულით ნამდვილად არ ვნანობ“

ტონი ბლერის მოგონებების წიგნის პრეზენტაცია საპროტესტო აქციების მოზღვავების შიშით ბრიტანეთში გადადეს.იმ დღეს, როცა წიგნი მკითხველის წინაშე უნდა წარმსდგარიყო, ბლერის ახალი წიგნის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ერთერთმა მონაწილემ აღნიშნა,რომ ყოფილ პრემიერს თაყვანისმცემლები ბრიტანეთში ნაკლებად ჰყავს:

„იგი პასუხისმგებელია უამრავი ადამიანის სიკვდილზე და იმაზეც,რომ ჩვენ გამუდმებით გვატყუებდა“

მწერალ ენტონი სელდონს ბლერზე ორი ბიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი.მისი თქმით, ყოფილ პრემიერ მინისტრს საზოგადოების მრისხანების არ უკვირს:

„ჩემი აზრით, ბლერს გარკვეული იმედგაცრუება აქვს. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ეგონა გაბრაზებული საზოგადოების ნაწილი მაინც შევიდოდა მის მდგომარეობაში. თუმცა ასე არ მოხდა და ბლერი ახლა ალბათ უფრო იმედგაცრუებულია, ვიდრე გაკვირვებული“

ბატონი ბლერი ახალი წიგნის მთლიან შემოსავალს ქველმოქმედების სახით სამხედრო ძალებს გადასცემს. სავარაუდოდ ეს თანხა რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამემამულეები ყოფილ პრემიერ მინისტრს ერაყის ომში ჩართვის გადაწყვეტილებას ვერ პატიობენ, ახალი წიგნი ბევრმა ბრიტანელმა შეიძინა. გერი მაკკარტი ერთერთი მათგანი გახლავთ:

„ბლერმა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამიტომაც ვფიქრობ, ეს წიგნი გარკვეულად საინტერესოდ საკითხავი იქნება“

ტონი ბლერმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ათი წელი დაჰყო. მისი კარიერის მანძილზე ერაყის ომის გარდა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მოლენაც მოხდა. მათ შორის გახლდათ პრინცესა დაიანას დაღუპვა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის წარმოება. ახლა კი, ბლერი ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის ელჩია. ბლერის ბიოგრაფი ენტონი სელდონი აღნიშნავს:

„დღემდე ბრიტანეთში არცერთი პრემიერ მინისტრი არ გადამდგარა საკუთარი ნებით და არცერთ მათგანს არ დაკისრებია ასეთი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ისტორიაში „

სელდონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ყოფილ პრემიერს ზედემტსახელად "ბუშის პუდელსაც" კი უწოდებდნენ, მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს მაინც სცდებოდა.

გადამდგარი გენერალ მაიორი ტიმ გროსი ერაყში ომის დროს ბრიტანეთის სამხედრო ძალების მაღალჩინოსანი იყო.მისი თქმით, ერაყის ომში ბრიტანეთის მონაწილეობა აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.:

„ჯერ ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ამ ომს ზუსტი შეფასება მიეცეს. ჩემი აზრით, 15-20-25 წელია საჭირო, რომ ისტორიამ ყველაფერი სწორად დაალაგოს“

თუმცა ყველაფერს ამას საბოლოოდ, მაინც ერაყის სტაბილიზაცია თუ გამოავლენს. ერაყში ომის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ კრიტიკოსებს მაინც აშფოთებთ ის ,რომ ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი ირანის შესახებაც გარკვეული აგრესიით საუბრობს:

„განა ჩვენ ამ ხალხს ბირთვული იარაღის წარმოებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ ? გამეცით პასუხი. იმ სავარძელში რომ იჯდეთ, თქვენც იძულებული გახდებოდით კონკრეტული გადაწყვეტილება მიგეღოთ“

ზოგიერთისთვის პრემიერ მინისტრი ბლერი სამხედრო დამნაშავეა, ზოგიც კი მას ბრიტანეთის ლიდერად მოიაზრებს. ტონი ბლერის მემუარების წიგნს კი ამ რთული მემკვიდრეობის დადგენაში მაინც ვერანაირი წვლილი ვერ შეაქვს.

XS
SM
MD
LG