მალაიზიაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენა. დღეს დილიდან კუალა ლუმპურში გამოსული მოსახლეობა საარჩევნო ცვლილებებს ითხოვდა.
დაახლოებით 25,000 მიტინგის მონააწილემ თავისუფლების მოედანზე სპეციალურად შექმნილი ბარიკადები ფეხქვეშ გათელა.
პოლიციამ ბარიკადები ქალაქის სხვა მხარესაც აღმართა, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედმნამდე მისვლა მაინც შეძლეს.