ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საცალო ვაჭრობა გაძლიერდა


აშშ-ში საცალო ვაჭრობა გაძლიერდა
აშშ-ში საცალო ვაჭრობა გაძლიერდა

ამერიკელი მომხმარებელი ფულს ავტომობილებზე, ავეჯსა და საწვავზე ხარჯავდა, რამაც საცალო ვაჭრობა გაზარდა.

ამერიკის საცალო ვაჭრობიდან შემოსული თანხა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის უმთავრესი ბარომეტრია, ივლისის თვეში ბოლო ოთხი თვის მანძილზე ყველაზე მეტად გაიზარდა.

ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის დღევანდელი განცხადების თანახმად, ამერიკელი მომხმარებელი ფულს ავტომობილებზე, ავეჯსა და საწვავზე ხარჯავდა, რამაც საცალო ვაჭრობა გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მსყიდველობითი დანახარჯები ამერიკის ეკონომიკის 70-ი პროცენტია, შესაბამისად, ეკონომისტები ყოველთვის ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები. ივლისის მაჩვენებლები და ზრდა მარტის შემდეგ ყველაზე პოზიტიური ნიშანია.

XS
SM
MD
LG