ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჰომოსექსუალისტები დააკავეს


რუსი ჰომოსექსუალისტები დააკავეს

შეტაკება მოხდა დემონსტრაციის მონაწილეებსა და მართლმადიდებულ რადიკალურ დაჯგუფებას შორის.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულია ჰომოსექსუალების დემონსტრაციის სამი აქტივისტი და დემონსტრაციის ათობით მონაწილე.

დემონსტრაციის მსვლელობისას მონაწილეები ცისარტყელის დროშებს და ტრანსპარანტებს ატარებდნენ, რომლებზეც ეწერა „რუსეთი ირანი არ არის.“

შეტაკება მოხდა დემონსტრაციის მონაწილეებსა და მართლმადიდებულ რადიკალურ დაჯგუფებას შორის, რომელიც ქალაქის მერიას დემონსტრაციის აკრძალვას სთხოვდა. ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის განცხადებით:

"ღმერთმა სოდომი და გომორი დაწვა. ჩვენ არ გვინდა, რომ მოსკოვიც დაიწვას."

პოლიციის განცხადებით, ჰომოსექსუალების დემონსტრაცია არა-სანქცირებული იყო.

XS
SM
MD
LG