ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ნატოს ბაზაზე იერიში მიიტანეს


ქაბულში ნატოს ბაზაზე იერიში მიიტანეს

გააფთრებულმა ხალხმა ახლომახლო შენობები და ქუჩაში მდგარი მანქანები გადაწვა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა პარტიზანებმა ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც ორმა მათგანმა თავი აიფეთქა, ერთი კი ჯარიკაცებმა მოკლეს.

ამ თავდასხმის შედეგად ნატოს სამი ჯარისკაცი დაიჭრა. ამასობაში მთელ ავღანეთს მოედო სისხლიანი საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა შეერთებულ შტატებში პროტესტანტი პასტორის მიერ ყურანის დაწვის გამო. ყანდაარში საპროტესტო გამოსვლების დროს უშიშროების ძალებმა სულ ცოტა 9 ადამიანი მოკლეს და 46 დაჭრეს. თავის მხრივ გააფთრებულმა ხალხმა ახლომახლო შენობები და ქუჩაში მდგარი მანქანები გადაწვა.

ერთი დღით ადრე ავღანეთის ჩრდილოეთში მაზარი-შარიფში გაეროს შტაბ-ბინაზე გააფთრებული ბრბოს თავდასხმას 7 უცხოელის, მათ შორის ნორვეგიის, რუმინეთის და შვედეთის, ასევე 4 ნეპალელი მცველის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG