ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქმა ახალი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა


მუბარაქმა ახალი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა
მუბარაქმა ახალი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა

ქაიროში გახშირდა მოროდიორობა.

ეგვიპტის მედიის ცნობით, საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ახალი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა.

ქაიროდან მიღებული ცნობების თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი დირექტორი გენერალი მაჰმუდ ვაგდი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს და მის პასუხისმგებლობაში შევა პოლიციისა და შინაგანი უშიშროების ძალების ოპერაციების გაკონტროლება.

მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებები მოსდევს, ქაიროში ხვალ დაგეგმილი ხალხმრავალი მიტინგის ორგანიზების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. მომიტინგეები პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას ითხოვენ.

ამ ფონზე, პოლიცია კვლავ გამოვიდა ქუჩებში. მათთვის მიცემული ინსტრუქციები, როგორც ირკვევა, გულისხმობს დემონსტრანტებთან თავშეკავებულ დამოკიდებულებას და რუტინული პოლიციური საქმიანობის განხორციელებას.

მობილიზებულია ეგვიპტის არმიაც. ტანკები ბანკებსა და სამთავრობო შენობებს იცავენ.

ამ ფონზე, ქაიროში გახშირდა მოროდიორობა.

XS
SM
MD
LG