ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა


პაკისტანში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნოემბრის დასაწყისში ყარაჩიში პატარა სამგზავრო თვითმფრინავმაც განიცადა კატასტროფა.

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, რუსული წარმოების ილ-76 ტიპის თვითმფრინავი ყარაჩის ერთ-ერთ რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგად რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

პოლიციის განცხადებით, ავიაკატასტროფაში რუსული ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. მსხვერპლია მოსახლეობაშიც.

თვითმფრინავი სუდანის დედაქალაქ ხართუმში ჰუმანიტარულ რეისს ასრულებდა, როდესაც აფრენიდან რამდენი წუთის შემდეგ ჩამოვარდა.

ნოემბრის დასაწყისში, ყარაჩიში პატარა სამგზავრო თვითმფრინავმაც განიცადა კატასტროფა, რომლის დროსაც 21 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG