ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კათოლიკური ეკლესია ისრაელს მოუწოდებს


კათოლიკური ეკლესია ისრაელს მოუწოდებს
კათოლიკური ეკლესია ისრაელს მოუწოდებს

კათოლიკე ეპისკოპოსების აზრით, ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ბიბლიით სპეკულაცია.

ახლო აღმოსავლეთში მოღვაწე კათოლიკე ეპისკოპოსებმა გაეროს და საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ორი სახელმწიფოს თანაარსებობის მხრადაჭერისკენ მოუწოდეს.

კათოლიკე ეპისკოპოსების აზრით, ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ბიბლიით სპეკულაცია და თავი დაანებოს აღთქმულ მიწასა და რჩეული ებრაელი ერის შესახებ ლაპარაკს, რათა გაამართლოს ახალი დასახლებების მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბულ რაიონებში.

კათოლიკე ეპისკოპოსები ამ საკითხებთან დაკავშირებით რომის პაპს შეხვდნენ და ისრაელს პალესტინური მიწების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. კათოლიკე ეპისკოპოსებმა დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუჭირეს მხარი.

XS
SM
MD
LG