ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული კორეას ადანაშაულებს


ჩინეთს უჭირს შეერთებული შტატებსა და სამხრეთ კორეის პოზიციის გაზიარება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ძიაბაოს განცხადებით, ის ხელს არ შეუშლის მართლმსაჯულებას სამხრეთ კორეის გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით. მან ეს განცხადება სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს გააკეთა.ვენ ძიაბაო სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლიი მუნგ ბაკს შეხვდა. 26 მარტს სამხრეთ კორეის სამხედრო გემი დაუდგენელ გარემოებაში ჩაიძირა.სეული მომხდარში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს.

შეერთებულ შტატებში მოქმედი საკონსულტაციო კომპანიის თანადირექტორი ერიკ ოლანდერი ამბობს, რომ ჩინეთს უჭირს შეერთებული შტატებსა და სამხრეთ კორეის პოზიციის გაზიარება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით.

„ნებისიერი რეზოლცუია,რომელიც ნიუ-იორკში იქნება მიღებული იმდენად მოქნილი უნდა იყოს, რომ ჩინეთს მისი მხარდაჭერა არ გაუჭირდეს. “

XS
SM
MD
LG