ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი პაკისტანში აღარ ჩავა


მუშარაფი პაკისტანში აღარ ჩავა

პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა სამშობლო 2008 წელს დატოვა.

ხუთშაბათს პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ სამშობლოში აღარ დაბრუნდება. ამის მიზეზად მან პაკისტანის ამჟამინდელი მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა. ინფორმაციის თანახმად, თუ მუშარაფი სამშობლოში დაბრუნდება, მას აუცილებლად დააპატიმრებენ.

ლონდონში ვიზიტისას პაკისტანის ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იგი პაკისტანის მუსლიმთა ლიგის პარტიისგან რეკომენდაციებს მოელის. პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე მუშარაფის სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა სამშობლო 2008 წელს იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას აბრალებდნენ.

XS
SM
MD
LG