ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მძღოლები საკუთარ უფლებებს იცავენ


ქართველი მძღოლები საკუთარ უფლებებს იცავენ

ამ დღეებში თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა ოთხმა გადამზიდავმა კომპანიამ ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტრანსპორტის და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან.

მემორანდუმის მთავარი მიზანი სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა, აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. მისივე თქმით, გარდა უმუშევრად დარჩენის პერსპექტივისა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს პროფკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხში ესაჭიროებათ. არსებობს საფრთხე, რომ ყველა ერთნაირი თანხით, დღეში 20 ლარით დაიბეგროს, მაშინ როცა ხაზების ყოველდღიური შემოსავალი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მძღოლები დიფერენცირებული გადასახადების დაწესებას მოითხოვენ, აცხადებს პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება თბილისის ცენტრში, ვაკეში და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების აღდგენას, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამ საკითხზე ახლა მუშაობს.

XS
SM
MD
LG