ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში შრომის უფლება დაუცველია


საქართველოში შრომის უფლება დაუცველია
საქართველოში შრომის უფლება დაუცველია

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

10 დეკემბერს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

”მოქალაქეების ყველაზე დიდი უფლებადამრღვევია - სასამართლო” - თვლის უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი.

”10 დეკემბერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა საზოგადოების ცხოვრების განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს” - აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

”შრომითი უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია” - აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს პარლამენტის წინ აქცია გამართეს. გაერთიანებული პროფკავშირების წევრები ხელისუფლებას სთხოვენ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას უკავშირდება :

” ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შრომისა და მოღვაწეობის . თქვენ იცით, რომ შრომა თავისუფალი საქართველოში არ არის. ეს იცის ყველა წამყვანმა მსოფლიოს ქვეყანამ, რამდენად არის იგნორირებული საქართველოში შრომის უფლება. უფრო მეტიც, აქ ისეთი მდგომარეობა კი არ არის, რომ კანონი კარგია და მისი დარღვევა ხდება. არამედ კანონი არის თვითონ ცუდი, კანონს აქვს დაკანონებული ის უმსგავსობა, რასაც ჰქვია ადამიანის უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება, საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასის მიცემა, საარსებო მინიმუმზე ნაკლები პენსია”.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას .

XS
SM
MD
LG