ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაის სმის პარტია და რესპუბლიკელები


ჩაის სმის პარტია და რესპუბლიკელები
ჩაის სმის პარტია და რესპუბლიკელები

ჩაის სმის პარტია ჩვეულებრივ ამერიკელთა ცხოვრებაში სახელმწიფო ძალაუფლებისა და ზეგავლენის შემცირებისთვის იბრძვის.

გასულ კვირას, კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებით, რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი და სენატში დამატებითი ადგილები მოიპოვა.რესპუბლიკელები ამ გამარჯვებას კონსერვატორთა ჩაის სმის პარტიას გულწრფელად უმადლიან. თუმცა ანალიტიკოსები აზრით, ჩაის პარტიის ფუნქცია და პერსპექტივები მომავალში საკმაოდ ბუნდოვანია.

ჩაის სმის პარტია აპოლიტიკური გაერთიანებაა და კონსერვატორებისა და ლიბერტარიანული მოძრაობის მსგავსად, ჩვეულებრივ ამერიკელთა ცხოვრებაში სახელმწიფო ძალაუფლებისა და ზეგავლენის შემცირებისთვის იბრძვის. პარტიას ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით, მცირე აქტივისტური ჯგუფებისგან შედგება. ზუსტად ამ ჯგუფებმა გაუწიეს უდიდესი დახმარება ნოემბრის საარჩევნო მარათონის დროს რესპუბლიკელებს .

ყველაზე მეტად ,ვინც ჩაის პარტიის თანადგომით იხეირა - კენტუკის ახლად არჩეული სენატორი რონ პოლი გახლავთ:

„ჩვენ ჩვენი მთავრობა უკან უნდა დავიბრუნოთ“-აცხადებდა იგი საარჩევნო მარათონის დროს.

სენატორმა პოლმა ჩაის სმის პარტიას, სხვა დანარჩენი ფავორიტების მსგავსად, მხარი დაუჭირა და პარტიას უდიდესი ოცნების რეალიზებას ანუ ვაშინგტონის ძალაუფლების შემცირებას შეპირდა. რონ პოლმა და ჩაის სმის პარტიის წევრებმა საერთო ენა გამონახეს პენსილვანიის, იუტასა და ფლორიდის რესპუბლიკელ კანდიდატებთანაც, რომელთაგან სამგზის მარათონში გამარჯვება მარკო რუბიომ მოიპოვა.

მაგრამ წარმატების შემდეგ, რუბიომ ვაშინგტონელ რესპუბლიკელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი ერთგულება გამოავლინონ“.

ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დიკ არმი ჩაის პარტიის მოძრაობის ერთერთი სულისჩამდგმელია. მისი თქმით, რესპუბლიკელების ვალია საარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დანაპირები აასრულონ, მთავრობის დანახარჯები შეამცირონ და უახლოეს თვეეებში პრეზიდენტ ობამასთან კონფრონტაციაში შევიდნენ:

„ამერიკელი ამომრჩევლები ვაშინგტონს უნდობლობას უცხადებენ. ჩვენ თქვენ არ გემორჩილებით, არც თქვენს მართვას მივესალმებით.თქვენ მხოლოდ დაქირავებული მოხელები ხართ და ჩვენს მიერ დაგეგმილი ქმედებები უნდა განახორციელოთ. ჩვენი გეგმა კი, ყველა ამერიკელის ოცნება და საფიქრალია. "

ამერიკელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, ჩაის სმის პარტიის ფავორიტმა რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ყველა შტატში გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვეს. ნევადის და დელავერის შტატებში დემოკრატმა კანდიდატებმა იმძლავრეს და შანსი რესპუბლიკელებს სენატზე კონტროლი დაემყარებინათ - დაიკარგა.

რესპუბლიკელი ლიდერები დაუფარავად აცხადებენ,რომ ნოემბრის არჩევნებზე მათი გამარჯვება ჩაის სმის პარტიის თანადგომამ განაპირობა და საკუთარი დანაპირების ასრულებას პირდებიან:

„ჩაის პარტიის აქტივისტები ჩვენს პარტიას ენერგიით ასაზრდოვებენ და დასახული ამოცანების წარმატებით დაგვირგვინებაში ეხმარებიან“

პოლიტიკური ანალიტიკოსის ბობ ბენენსონის აზრით, ჩაის სმის პარტიის მოძრაობა რესპუბლიკელ სენატორთა გამთლიანებასაც შეუწყობს ხელს:

„ჩაის სმის პარტია რესპუბლიკელებს საკუთარ გეგმებს შეახსენებენ. ამით ისინი შეახსენებენ გაწეული თანადგომობის შესახებ და დანაპირების ასრულებას მოსთხოვენ“

არადა, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება უდავოდ ჩაის სმის პარტიის მოძრაობის დამსახურებაა. რესპუბლიკელებისთვის ეს საკმაოდ რთული მას მერე გახდა, რაც 2006 და 2008 წლებში, კონგრესის არჩევნების დროს მათ აბსოლუტური კრახი განიცადეს.

თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული ჩაის სმის პარტიის ზეგავლენა რესპუბლიკელთა პარტიაში ერთგვარი დავის საგნად გადაიქცეს.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩაის სმის პარტიის მოძრაობა საკუთარ ფავორიტს სამი რესპუბლიკელი კანდიდატისგან შეარჩევს .ესენი არიან:ალიასკის გუბერნატორი სარა პალინი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და სატელევიზიო ტოკ შოუს წამყვანი გლენ ბეკი.

XS
SM
MD
LG