ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში გაფიცვა გრძელდება


საპროტესტო აქცია 24 მაისს დაიწყო.

ბრიტანეთის ავიახაზების თანამშრომლებმა მეორე საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასების მომატებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.

საპროტესტო აქცია 24 მაისს დაიწყო და პარასკევს კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ თანამშრომლებმა გაფიცვა განაგრძეს.

ავიაკომპანიის განცხადებით,ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან გაფიცვის პირობებში,რეისების მხოლოდ 70 პროცენტი შესრულდება.

პროფკავშირი ბრიტანეთის ავიახაზების თანამშრომლების 90 პროცენტს ანუ 12,000 თანამშრომელს აერთიანებს. პროფკავშირის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, საყოველთაო გაფიცვა 5 ივნისს განახლდება.

XS
SM
MD
LG