ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ქვეყნის ლიდერის შეთანხმება


ჩინეთმა და ავღანეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინ ტაომ ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა პეკინში მიმდინარე მოლაპარაკების დროს.

ორი ქვეყნის ლიდერები სავაჭრო ურთიერეთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ავღანეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

2014 წელს ავღანეთიდან დასავლეთის კოალიციური ჯარების გასვლის მოლოდინში პეკინი ავღანეთში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის ზრუნავს.

ჩინეთმა და ავღანეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. წელს ჩინეთმა ავღანეთს 24 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა.

XS
SM
MD
LG