ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტების თქმით, შეხვედრა პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა.

ირანს და დანარჩენ 6 ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პირველ რაუნდს შეიძლება „კონსტრუქციული“ ეწოდოს, რადგან მან სამომავლო მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაუყარა საფუძველი - ასეთი იყო კეტრინ ეშტონის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეს-სპიკერის განცხადება.

საუბარია სტამბულის შეხვედრაზე, სადაც ირანის სამთავრობო დელეგაცია 6 ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა. გუშინ ჩატარებული მოსამზადებელი სხდომის შემდეგ თურქეთში შეერთებული შტატატების, ირანის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, ჩინეთის და რუსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართეს. ექსპერტების თქმით, შეხვედრა პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა, რომელიც ირანს და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წარმომადგენელს შორის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG