ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თორ ლიბერთი" სვლას განაგრძობს


"თორ ლიბერთი" სვლას განაგრძობს
"თორ ლიბერთი" სვლას განაგრძობს

ფინეთის ხელისუფლებამ გემი დეკემბერში დააპატიმრა, მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ გემს ქობინების გადასატანად სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნდა.

ფინეთის ხელისუფლებამ ბრიტანული გემის პორტიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. გემი პარტიოტის ტიპის ქობინებით იყო დატვირთული. გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით მოხდა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის გემს კანონი არ დაურღვევია.

გემმა სახელად "თორ ლიბერთი" გერმანიიდან სამხრეთ კორეისკენ სვლა გააგრძელა. მას სეულში 69 ქობინი მიაქვს.

ფინეთის ხელისუფლებამ გემი დეკემბერში დააპატიმრა, მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ გემს ქობინების გადასატანად სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნდა. გარდა ამისა, ასაფეთქებელი მასალის ერთინაწილი არასათანადოდ იყო შეფუთული.

გერმანიის ოფიციალური პირების განცხადებით, ტვირთი ოფიციალური და ლეგიტიმური სამხედრო შესყიდვის ნაწილი იყო, რომელზეც გერმანიასა და სამხრეთ კორეას კონტრაქტი რამდენიმე ხნის წინ აქვს გაფორმებული.

XS
SM
MD
LG