ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიის დაბომბვას აგრძელებს


ნატო ლიბიის დაბომბვას აგრძელებს

ლიბიის დროებითი მთავრობის განცხადებით, ბრძოლებში მათი სამი მეომარი დაიღუპა.

ნატოს ავიაციამ ლიბიის ქალაქი ბანი ვალიდი დაბომბა, სადაც მუამარ კადაფის მომხრეები არიან გამაგრებულნი.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლები ბანი ვალიდში ქუჩის ბრძოლებს აწარმოებენ, ქალაქის შემოგარენში კი საარტილერიო კანონადის ხმა ისმის.

ქალაქისთვის ბრძოლა კადაფის მომხრეებისთვის დანებების შესახებ წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.

როგორც ეროვნული გარდამავალი საბჭოს სარდლობა აცხადებს იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი პოზიციები კადაფის მომხრეებმა რაკეტებით დაბომბეს.

ლიბიის დროებითი მთავრობის განცხადებით, ბრძოლებში მათი სამი მეომარი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG