ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 მილიონი დინარი კადაფის სანაცვლოდ


2 მილიონი დინარი კადაფის სანაცვლოდ

ქალაქში შექმნილმა საბრძოლო ვითარებამ ბევრ ლიბიელს საკუთარი საცხოვრებელი დაატოვებინა.

კადაფის მომხრე ძალები კვლავ ლიბიის დედაქალ ტრიპოლიში თავდასხმებს ახორციელებენ. ქალაქში შექმნილმა საბრძოლო ვითარებამ ბევრ ლიბიელს საკუთარი საცხოვრებელი დაატოვებინა.


ტრიპოლოში მცხოვრები თალი აგლის სახლი, მუამარ კადაფის რეზიდენციიდან, დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული. მასში აჯანყებულები რამდენიმე დღის წინ შეიჭრნენ.


“ჩვენ რამდენიმე აფეთქებას შევესწარით. იყო ბევრი სროლაც,” - თქვა თალი აგლიმ.
ზოგიერთი სროლის ხმა არასაბრძოლო დანიშნულებასაა; ამით, უბრალოდ, ლიბიელები გამარჯვებას აღნიშნავენ. თუმცა, კადაფის მომხრეთა გარკვეული ნაწილი კვლავ აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძვის:


“სროლებს კადაფის მომხრეები მანქანებიდანაც ახორციელებენ, რაც სამეზობლოში პრობლემას ქმნის. თუ თქვენ ბრძოლის ხმა გესმით, ეს სამეზობლოდანაა,- ” განაცხადა ტრიპოლის ერთ-ერთმა მოქალაქემ ვისამ ნაასმა.


აჯანყებულები, ტრიპოლიზე კონტროლს აფართოებენ. ნაასის თქმით მოქალაქეთა უმრავლესობა აჯანყებულებს ბრძოლებში ეხმარება.
“აჯანყებულებმა არ იციან ტრიპოლის გზები, შესახვევები და კიდევ სხვა ბევრი რამ. ამიტომ ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან ჩვენს კეთილ ნებასა და მოხალისეთა დახმარებაზე, ” - აღნიშნა ნაასმა და იქვე დაამატა რომ ლიბიელებმა, საბოლოოდ მაინც შეძლეს საკუთარი პოტენციის გამომჟღავნება.

გარდამავალი ეროვნული საბჭოს განცხადებით, ტრიპოლიში ბრძოლების შედეგად 400 ადამიანია დაღუპული, ხოლო დანარჩენი 2000 კი დაჭრილია. ოპოზიციის ლიდერთა განხადებით, ისინი იქამდე არ შეწყვეტენ ბრძოლას, სანამ ბატონი კადაფი არ ქინება დაპატიმრებული.

XS
SM
MD
LG