ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ტელევიზიის როლის მნიშვნელობას აფასებს


გაერო ტელევიზიის როლის მნიშვნელობას აფასებს

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან ელევიზია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და გართობის ერთერთ ძირითადი საშუალება იყო.

1996 წლის მარტში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 21 ნოემბერი მსოფლიოს ტელევიზიის დღედ გამოაცხადა. ამით გაერომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ტელევიზიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ტელევიზია კაცობრიობის ცხოვრებაში პირველად 1920 წელს შემოიჭრა. მეოცე საუკუნის 50წლების შემდეგ კი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და გართობის ერთერთ ძირითად საშუალებად იქცა.

იანის კარკლინსი იუნესკოს გენერალური დირექტორის ასისტენტია. იგი კაცობრიობის ცნობიერებაზე ტელევიზიის გავლენას განსაკუთრებით დადებითად აფასებს:

„სატელევიზიო კომუნიკაციების როლი მსოფლიოს ეკონომიკური და კულტურული გავითარების მხრივ შეუფასებელია. ასევე ძალზე დიდი გავლენა მოახდინა ტელევიზიამ განვითარებადი ქვეყნების იმ მოსახლეობაზეც, რომლისთვისაც ტელევიზია ინფორმაციის ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა...“

უკანასკნელი 50 წლის მანძIლზე ტელევიზიამ ახალი გამოწვევები დაუსახა განვითარებად ქვეყნებს. მაგალითად აფრიკის ქვეყნებში ტელევიზიამ დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და ეკონომიკური თავისუფლების სფეროში უდიდესი ძვრები მოახდინა. თუ გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპას დავაკვირდებით, იქაურმა მოსახლეობამ დემოკრატიული ფასეულობების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საშულაებით მიიღო.

კარკლინსის თქმით, ტელევიზია განსაკუთრებით ეფექტური საშუალება აღმოჩნდა მაშინაც, როცა სხვადასხვა მიზეზების გამო მსოფლიოს ქვეყნებს ერთად დგომა და გამთლიანება სჭირდებოდათ:

„ამის ნათელი მაგალითი გახლავთ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით შექმნილი ფონდების დაარსება და მათი საქმიანობის წარმატება. ხმისა და გამოსახულების შერწყმით, სატელიტურმა და საკაბელო ტელევიზიებმა, მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების სფეროშიც უდიდესი პროგრესი მოახდინეს.“

ტელევიზიამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში შეძლო ადამიანების ცხოვრებაში მთელი სიმძაფრით შემოჭრილიყო და მასზე უდდიესი ზეგავლენა მოახდინა. მაგარმ ბოლო დროს სოციალური მედიის უდიდესი სისწრაფით გავითარებამ ტელევიზია დაჩრდილა და დღსედღეობით მასობრივი კომუნიკაციის ეს საშუალება ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ.

ენტონის სმიტი ტელევიზიის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორია. იგი აღნიშნავს,რომ ტელევიზიას აღარა აკისრია ის მნიშვნეოლოვანი ფუნქცია, რაც მას გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჰქონდა:

„დღესდღეობით უამრავი სხვა საშულაბა არსებობს და ტელევიზიამ მრავალმნიშვნელოვანი ფუნქცია საბოლოოდ დაკარგა. ახლა ტელეეკრანს ადამაიანები ფილმებისა და რეკლამების ნახვისთვის იყენებენ. გასართობ საშუალებად კი ტელევიზორს ახალაგაზრდა თაობა აღარ აღიქვამს. სამაგიეროდ ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალება დღეს ინტერნეტია“

სმიტის თქმით, იგივე ბედი ეწია ბეჭდურ მედიასაც და მის ფუნქციას დღეს ინტერნეტ გაზეთები ასრულებენ. ასე რომ გამოთქმა "ტელევიზია ერთერთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალებაა" - დღესდღეობით აღარ ამართლებს.

ენტონი სმიტი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ მედია მომხმარებელი არ არის. ინტერნეტი და განვითარებული ტექნოლოგიები იძლევიან იმის საშუალებას, რომ ნებისიმიერი ჩვენთაგანი თავად გახდეს სხვა ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების ერთერთი წყარო.

XS
SM
MD
LG