ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონის ახალი განცხადება


დევიდ კამერონის ახალი განცხადება
დევიდ კამერონის ახალი განცხადება

ბატონი კამერონი გუშინ ავღანეთიდან დაბრუნდა, სადაც ის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ბრიტანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან 500 ჯარისკაცს 2012 წლამდე გამოიყვანს.

ქვეყნის უმაღლესი პირის დევიდ კამერონის მიერ ქვეყნის პარლამენტში გაკეთებული განცხადებით, ბრიტანელ მეომართა რიცხვი 9 ათასამდე შემცირდება.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მართებულია არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ ავღანეთისთვისაც და მასში ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ უკანასკნელ ხანს მიღწეული წარმატება აისახება.

ბატონი კამერონი გუშინ ავღანეთიდან დაბრუნდა, სადაც ის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ბრიტანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, 33 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთს შემდეგი 14 თვის განმავლობაში დატოვებს. გერმანიაც 5 ათასიანი სამხედრო კონტიგენტის შემცირებას ამ წლის ბოლომდე გეგმავს.

XS
SM
MD
LG