ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატოს მიერ რუსეთის გულის მოგება წარუმატებელი აღმოჩნდა “


„ნატოს მიერ რუსეთის გულის მოგება წარუმატებელი აღმოჩნდა “
„ნატოს მიერ რუსეთის გულის მოგება წარუმატებელი აღმოჩნდა “

"უზბეკეთის მსგავსმა მთავრობებმა კანონების სათავისოდ გამოყენება ისწავლეს".

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენხაუერის სტატიით სათაურით „ნატოს მიერ რუსეთის გულის მოგება წარუმატებელი აღმოჩნდა,“ რომელიც ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკურ გამოცემა Eurasia Daily Monitor-ის 7 ოქტომბრის გამოშვებაში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილების საფრთხის ქვეშ მცხოვრები ქართველებისთვის რასმუსენის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს მიმართ პასუხისმგებლობას სერიოზულად უდგება. "

სანამ გენერალური მდივანი თბილისში იმყოფებოდა მაღალჩინოსანმა გერმანელმა დიპლომატმა ჯეიმსტაუნს მოახსენა, რომ:

"რასმუსენის ვიზიტი არაფრისმთქმელი ჟესტია, რომელიც მოსკოვს არ უნდა აღელვებდეს, მაგრამ ნატო-რუსეთის მოახლოვებულ სამიტს ლისაბონში შეიძლება ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს.’ "

როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას ნატოს ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. მიმდინარე კვირის მანძილზე ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში მოსკოვთან ვიდეო ხიდის დროს განაცხადა, რომ:

"საქართველოს ნატოს წევრობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წლები დასჭირდება."

რასმუსენმა სწორედ ეს გზავნილი ჩაიტანა თბილისში. ბრიუსელში გამოსვლისას აპატურაიმ განაცხადა, რომ რუსეთი ლისაბონში ნატოსთან ეთობლივი ანტი-სარაკეტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ წინადადებებს მიიღებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროპაში ერთობლივი ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისეთი სისტემის აგება, რომელსაც მოსკოვსა ან ბრიუსელში განლაგებული ერთობლივი საბჭო გააკონტროლებს ყოველგვარ აზრს მოკლებულია. თუ ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემა შეიქმნა, რაკეტების გაფრენა კომპიუტერული ბრძანებით მოხდება და არა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შედეგად. მოსკოვში ლისაბონის სამიტზე გაჟღერებულ წინადადებას ერთობლივი ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ მოტყუების მცდელობად აღიქვამენ. ეს იქნება კიდევ ერთი წმინდა რიტორიკული ჟესტი რიტორიკის მოყვარული რასმუსენისგან. ეჭვების გაქარწყლების მაგივრად ამ წინადადებამ შეიძლება წინააღმდეგობრივი შედეგი გამოიღოს.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ პოლ გობლის სტატიით სათაურით „უზბეკეთში ამერიკის ხმის კორესპონდენტის გასამართლება 1937 წელს გვაგონებს,“ რომელიც ბლოგ Window on Eurasia-ზე 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„გუშინ უზბეკეთის დედაქალაქში აბდუმალიკ ბობოევის სასამართლო პროცესი დაიწყო. ამერიკის ხმის უზბეკური რედაქციის თანამშრომელს ცილისწამებაში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ‘საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და წესრიგისთვის საშიში საინფორმაციო მასალების მომზადებაში" ადანაშაულებენ.

ამ საქმის გამოძიება ნათლად ასახავს პოლიტიკურ მომიზეზებას, რომელიც ფაქტობრივად უგულვებელყოფს როგორც ბრალდებებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს ისე იმ საბრალდებო დასკვნას, რომელიც სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად იქნება მიღწეული. ვებ გვერდ Ferghana.ru-ს ცნობით, ექსპერტთა დასკვნებში მოცემული მტკიცებულებების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ ბობოევის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოამზადეს.

თვით ბობოევს ხსენებული დოკუმენტები მხოლოდ სექტემბრის მიწურულს გააცნეს. ხოლოს მისმა ადვოკატმა მოულოდნელად საქმე მიატოვა და ამის საბაბად გადატვირთული სამუშაო განრიგი მოიმიზეზა. ხსენებული გარემოებების ერთობლიობა აშკარად ასახავს ამ საქმის პოლიტიკურ და არა სამართლებრივ ასპექტს.

ერთის მხრივ უზბეკეთის მსგავსმა მთავრობებმა ეტყობა ისწავლეს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ კანონები თავის სასარგებლოდ. სამართლევრივი სისტემის ფასადი ხომ უცხოელი დამკვირებლების კრიტიკას უდავოდ შეამცირებს.

მეორეს მხრივ თავდასხმა ბობოევზე საერთაშორისო მაუწყებლობის მნიშვნელობასა და განსაკუთრებით კი ინტერნეტის მზარდ როლზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ უზბეკი ექსპერტის საბრალდებო დოკუმენტში ინტერნეტი თითქმის იმდენჯერ არის ნახსენები რამდენჯერაც რადიო მაუწყებლობა."

XS
SM
MD
LG