ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას გამოსვლა


ობამამ კონგრესი დასაქმების შესახებ კანონმდებლობის მიღების გაჭიანურების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

პრეზიდენტმა ობამამ ყოველკვირეული მიმართვა ამჯერად ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა შრომითი დასაქმების პრობლემას მიუძღვნა. მან კერძო მეწარმეებს წლის ბოლომდე 100 ათასამდე ვეტერანის სამუშაო ადგილებზე აყვანისკენ მოუწოდა.

შეერთებული შტატების ლიდერი სიტყვით მინესოტას შტატში მდებარე საწარმოში გამოვიდა. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესი დასაქმების შესახებ კანონმდებლობის მიღების გაჭიანურების გამო მკაცრად გააკრიტიკა. დადგა დრო, როცა მათ უქმად ჯდომას და პოლიტიკოსობანას თამაშს თავი უნდა დაანებონ და ხალხის დახმარებაზე იზრუნონ, განაცხადა მან.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ მიმართვაში ტეხასელმა სენატორმა ჯონ კორნინმა დემოკრატი ლიდერების უმოქმედობის შესახებ ისაუბრა, რის გამოც 1 იანვარს ამერიკელებს გადასახადის გაზრდა ემუქრება.

XS
SM
MD
LG