ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მძევლები გაათავისუფლეს


სპეცოპერაცია ბრიტანელი სამხედროების მეთაურობით და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის ინიციატივით ჩატარდა, რომელმაც უდანაკარგებოდ ჩაიარა.

ნატოს სპეცდანიშნულების ძალებმა შვეულმფრენების გამოყენებით ჩატარებული ღამის რეიდის დროს 4 მძევალი გაანთავისუფლეს ავღანეთში.

მძევლები გამოქვაბულში ჰყავდათ დამწყვდეული. სპეცოპერაციის დროს 5 გამტაცებელი მოკლეს.

შვეიცარიაში ბაზირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკები ცხენებით მიემართებოდნენ ბადახშანის პროვინციაში გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, როდესაც ისინი გაიტაცეს.

28 წლის ბრიტანელი ჰელენ ჯონსონი და 26 წლის კენიელი მორაგვა ოირერე, თავიანთ ავღანელ კოლეგებთან ერთად ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

სპეცოპერაცია ბრიტანელი სამხედროების მეთაურობით და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის ინიციატივით ჩატარდა, რომელმაც უდანაკარგებოდ ჩაიარა.

XS
SM
MD
LG