ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გათავისუფლებულია


ჟურნალისტი პარასკევს ეთიოპიის დედაქალაქში მუსლიმთა დემონსტრაციის გადაღების დროს დააკავეს.

ეთიოპიაში დაკავებული ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ჰეინლეინი უკვე გათავისუფლებულია. იგი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი პარასკევს ეთიოპიის დედაქალაქში მუსლიმთა დემონსტრაციის გადაღების დროს დააკავეს.

თვითმხილველთა განცხადებით, პიტერ ჰეინლეინი და მისი თარჯიმანი სიმეგინე იეკოიე პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ისინი აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან ინტერვიუს წერდნენ.

XS
SM
MD
LG