ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო სასამართლოს საპილოტო პროგრამები


სამოქალაქო სასამართლოს საპილოტო პროგრამები

კალიფორნია, მასაჩუსეტი და მერილენდი ამ ჩამონათვალშია, რომლებიც საპილოტო პროგრამებსაც ახორციელებენ.

ყოველწლიურად შეერთებული შტატების სამოქალაქო სასამართლო უამრავ შემთხვევას იხილავს, ისეთი როგორიცაა ბრძოლა ბავშვთა მეურვეობისათვის თუ ქონებაზე საკუთრების დადგენა. მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორის სასამართლოშიც ანალოგიური შემთხვევის მოსმენა მიმდინარეობს.

ჯულიანა ჰოლმსის გაცილებულმა ქმარმა, მათი საერთო სამი შვილი სახლიდან მაშინ წაიყვანა, როცა ჰოლმსი სხვა შტატში ცხოვრობდა. ფინასნური გაჭირვების გამო დედამ ბავშვების დასაბრუნებლად ადვოკატი ვერ აიყვანა.

„ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან სხვა შტატში წაიყვანა ჩემი შვილები. ახლა აქ იმისათვის დავბრუნდი, რომ ბავშვები მოვძებნო “- ამბობს ჯულიანა ჰოლმსი.

ჰოლმსს ბავშვებზე მეურვეობის დაბრუნების მიზნით, დახმარება მერილენდის იურიდიული დახმარების კერძო ორგანიზაციამ აღმოუჩინა. სწორედ მისი მეშვეობით დაზარალებულმა, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე ადვოკატი აიყვანა.

ტრიშ ქოჰრანი მისი პირადი ადვოკატია. იგი იმ იურისტებს შორისაა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისეთი სამოქალაქო საკითხები, როგორიც ამ შემთხვევაში ჰოლმსის საქმეა, შეერთებული შტატების სამართლებრივი საფუძვლების დაცვის უმთავრეს ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

„საკუთარი შვილების დაცვის უფლება ხალხს კონსტიტუციური უფლებით აქვს განსაზღვრული. სამწუხაროდ, დღეს ეს ზოგიერთ შემთხვევაში მივიწყებულია, რასაც ასევე, ადამიანებში ცოდნის არასათანადო დონის ნაკლებობა და რესურსებზე ხელმიუწვდემლობის ფაქტები იწვევს “ - აცხადებს ადვოკატი ტრიშ ქოჰრანი.

ადვოკატი იმასაც აღნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი სასამართლოში თავისი უფლებების დაცვას ყოველგვარი იურიდული თრენინგებისა და გამოცდილების გარეშე ახორციელებს. დანიელ სურსთონის ოჯახი სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. იგი, თავის მეუღლესთან და ხუთი წლის უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ბინიდან გამოსახლების მსხვერპლია. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ სამოქალაქო სასამრთლოს თუ შეუძლია.

„წავიდე სასამართლოში და ფული დავხარჯო? - რისთვის, როცა არც ადვოკატი მყავს და ვერც ბინის ქირა ვერ გადამიხდია"- ამბობს დანიელ სურსთონი.

იურიდიული დახმარების ადვოკატი დებორა გარდნერი აღნიშნავს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, ადამიანის სამოქალაქო და სასამართლო უფლებების დაუცველობა საკმაოდ გამაღიზიანებელია.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა ქვეყნის ყველა შტატს მოიცავს. კალიფორნია, მასაჩუსეტი და მერილენდი ამ ჩამონათვალშია, რომლებიც ამ მხრივ, საპილოტო პროგრამებსაც ახორციელებენ. სწორედ, ამგვარი პროგრამის საშუალებით, დანიელ სურსთონმა სასამართლო პროცესის მოგება შეძლო. შედეგად კი, მის ოჯახს კვლავ საცხოვრებელი ფართი აქვს.

XS
SM
MD
LG