ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეგვიპტის სიყვარულისათვის“


„ეგვიპტის სიყვარულისათვის“

პარასკევს მოწყობილი მიტინგის მიზანი იყო ეგვიპტის მოსახლეობა „მშვიდობიან წინააღმდეგობის არსებობაში" დაერწმუნებინა.“

ეგვიპტეში მუსულმანი სუფიების გარკვეული ნაწილი, შეშფოთებას გამოთქვამს ეროვნულ პოლიტიკაში ფუნდამენტალისტი ისლამისტების აქტიურ ჩარევაზე. ამის გამო, ისლამის მისტიკური ფორმის მომხრეებმა ქაიროში თაჰრირის მოედანზე საპროტესტო გამოსვლაც მოაწყვეს.

ლოზუნგი - „ეგვიპტის სიყვარულისათვის“ მიტინგის მთავარ ტრანსფარანტს წარმოადგენდა, რომლითაც მიტინგის მონაწილეები, მთავრობას, პოლიტიკური და რელიგიური სპექტრის გათვალისწინებით, ქვეყნის მართვას მოუწოდებდნენ, და არა ფუნდამენტალისტური ხედვის ქონას ისლამურ სახელმწიფოზე.

ალააბუ ალ-აზუემი თაჰრირის პოლიტიკური პარტიის უფროსი და აზმიელი სუფიების ლიდერია. როგორც მან აღნიშნა, მიტინგში, მისი თანაგუნდელების მონაწილეობა, გასულ თვეს ათასობით ფუნდამენტალისტური მუსულმანის შეკრების საწინააღმდეგო პასუხია:

„29 ივლისს მომხდარმა საპროტესტო გამოსვლამ, მთელს ეგვიპტეში, ქრისტიანებშიც და მუსულმანებშიც ერთგვარი შიში დანერგა, რომელიც ფუნდამენტალისტური მუსულმანების მიერ ქვეყნის მართვის ფაქტს შეეხებოდა. მათ ასევე, გზიდან, ყველას ჩამოშორება შეუძლიათ ვინც დაუპირისპირდება,-“ განაცხადა ალ-აზუემმა.

ალააბუ ალ-აზუემის მოსაზრებას ბევრი მომხრეები ჰყავს. სალაფიტებისა და ვაჰაბიტების მოწოდებამ ეგვიპტის ახალ კონსტიტუციაში შარიათის კანონის ინტერპრეტაციის თაობაზე, ქვეყანაში მაცხოვრებელი ქრისტიანების და ზომიერი მუსულმანების მღელვარება გამოიწვია. აღნიშნული ჯგუფების წევრები, პარასკევს, რამადანის ვახშმის შემდეგ საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობას გეგმავდნენ, თუმცა, უმეტესმა მათგანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თავი შეიკავა. ამასთანავე, ზოგიერთ წევრს, მიტინგებში მონაწილეობის სანაცვლოდ, მოახლოებულ არჩევნებზე სურს ყურადღების გაკეთება.თუმცა ალ-აზუემი მიიჩნევს რომ ფუნდემენტალისტებისათვის პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობაზე ნების დართვა ერთნაირად პრობლემური იქნება ასევეეგვიპტის საფონდო ბირჟისათვისაც. იგი იმასაც დასძენს, რომ პარასკევს მოწყობილი მიტინგის მიზანია ეგვიპტის მოსახლეობის დარწმუნება „მშვიდობიან წინააღმდეგობის არსებობაში.“

ამჟამინდელი სამხედრო მთავრობა მზადაა დაშალოს მიტინგი და საკუთარ ძალებს მომიტინგეებისაგან თაჰრირის მოედანის გაწმენდა დაავალა. ხელისუფლების განცხადებით, მათ უკვე რამდენჯერმე დააკმაყოფილეს მომიტინგეთა მოთხოვნები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის სასამართლოზე წარდგენა. მთავრობის საგანგებო ზომების შედეგად, ისევე როგორც ისლამურ ისე სხვა რელიგიურ ჯგუფებს ყოფილი მთავრობის ეგიდით პოლიტიკური პარტიების შექმნა აეკრძალათ. ამასთანავე, ბევრი ისლამისტი ლიდერი დაპატიმრებული აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG