ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერ მინისტრი დიალოგისკენ მოუწოდებს


ლიბანის პრემიერ მინისტრი დიალოგისკენ მოუწოდებს
ლიბანის პრემიერ მინისტრი დიალოგისკენ მოუწოდებს

ბატონი საად ჰარირი ოთხშაბათს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა.

ლიბანის პრემიერ მინისტრმა საად ჰარირიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში გამძვინვარებული პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით დიალოგი უნდა შედგეს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიზის მიზეზი გაეროს სპეც-ტრიბუნალის გამოძიებაა, რომელიც 2005 წელს ჰარირის მამის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეს ეხება.

ბატონი ჰარირი ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. სწორედ ამერიკაში ვიზიტის დროს შეიტყო პრემიერ მინისტრმა მისი კაბინეტის დაშლის შესახებ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს სპეც ტრიბუნალმა რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ჰეზბოლა დაადანაშაულა.

ჰეზბოლა ჰარირის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG