ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა დიალოგისთვის მზადაა


სამხრეთ კორეა დიალოგისთვის მზადაა
სამხრეთ კორეა დიალოგისთვის მზადაა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეისთვის დიალოგის კარი მუდამ ღიაა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ქმედებებით მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის ლიდერმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, თუკი ჩრდილოეთ კორეა თავის ქმედებებში გულწრფელი იქნება, მაშინ სამხრეთი მზადაა დაიწყოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ფხენიანთან.

ამავე დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა, რათა ჩრდილეოთ კორეამ ვერ გაბედოს ისეთი აქცის განმეორება, როგორსაც ადგილი ჰქონდა 23 ნოემბერს, როცა ფეხენიანმა სამხრეთ კორეის კუთვნილ კუნძულზე სარტილერიო იერიში მიიტანა.

XS
SM
MD
LG