ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება სურს


აშშ-ს ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება სურს

დღეს ჯორჯ მიჩელი ისრაელს ეწვია.

ისრაელს შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ეწვია. ჯორჯ მიტჩელის ვიზიტი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მცდელობის გამოხატულებაა, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. ჯორჯ მიტჩელს დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ შეხვდა.

ნათანიაჰუმ მადლობა გადაუხადა სტუმარს და განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინამ აუცილებლად უნდა მოახერხონ ძირეულ საკითხებზე შეთანხმება. ნათანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ მიტჩელი დასავლეთ იორდანეს სანაპიროზე გაემგზავრება, სადაც ქალაქ რამალაში პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება.

XS
SM
MD
LG