ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესკონფერენციაზე ხუნტის ლიდერმა კაპიტანმა სანოგომ მოკლე განცხადება გააკეთა.

მალის სამხედრო ხუნტის ლიდერის განცხადებით, მათ ქვეყნის კონსტიტუცია აღადგინეს, მას შემდეგ რაც მათ წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დაწესდა და ამის მიზეზი სწორედ კონსტიტუციის შეჩერება გახდა.

მალის დედაქალაქ ბამოკოში გამართულ პრესკონფერენციაზე ხუნტის ლიდერმა კაპიტანმა სანოგომ მოკლე განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო ხელმღვანელობამ ქვეყნის კონსტიტუცია აღადგინა. მისი თქმით, ასევე აღდგება სამოქალაქო ინსტიტუტები და ქვეყნის ხელისუფლებაში სამოქალაქო პირები დაბრუნდებიან. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიმართება ქვეყანაში ახალი არჩევნები.

XS
SM
MD
LG