ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოება ირანს მიმართავს


თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე განხორციელებულმა თავდასხმამ საელჩოს შენობას მთლიანად გაანადგურა და ასევე ბრიტანეთის დიპლომატიურ კორპუსს საფრთხე შეუქმნა.

ირანის მხრიდან ამგვარი გაღიზიანება, ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ საქნციების შემოღებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ირანთან, ყოველგვარი საბანკო და ფინანსური საქმიანობების შეწყვეტა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებაში მას შემდეგ მოვიდა, როდესაც ირანმა ბირთვულ იარაღზე მუშაობა გაზარდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭომ, ევროკავშირმა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ, თეირანში, ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმა მკაცრად დაგმეს. გერმანიამ და საფრანგეთმა ირანიდან საკუთარი ელჩები გამოიწვია, ნორვეგიამ კი საელჩო დახურა.

აღნიშნული ფაქტის გამო, აღშფოთება ვერც პრეზიდენტმა ბარაკ ობამა დაფარა:

„ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია და ირანის ხელისფლებას დამნაშავეების დასასჯელად დაუყონებლივ მოვუწოდებ. ნებისმიერ ქვეყანაში დიპლომატიური სტატუსი დაცული უნდა იყოს, რასაც ასევე საერთაშორისო ვალდებულებები განსაზღვრავს"- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ თეირანადან საელჩოს ყველა თანამშრომელი გამოიყვანა და ლონდონში ირანის საელჩო დახურულად გამოაცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით: „ირანის მხრიდან ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმა მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებაზე თავდასხმის ტოლფასია და ჩვენ მზად ვართ ყველა ღონე გამოვიყენოთ მსგავსი ვანდალიზმის აღსაკვეთად. ირანის მთავრობა ვალდებულია დიპლომატიურ საზოგადოებას სრული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.“

XS
SM
MD
LG