ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა ამერიკელი მოქალაქის გატაცებას აღიარებს


ალ ყაიდა ამერიკელი მოქალაქის გატაცებას აღიარებს
ალ ყაიდა ამერიკელი მოქალაქის გატაცებას აღიარებს

70 წლის ამერიკელი მოქალაქე ვორენ ვეინშტეინი ამა წლის ზაფხულში გაიტაცეს.

ალ ყაიდას განცხადებით, ტეორირისტული ჯგუფი მანამ არ გაათავისუფლებს პაკისტანში გატაცებულ ამერიკელ მოქალაქეს, ვიდრე შეერთებული შტატები მუსლიმანურ ქვეყნებში საჰაერო თავდასხმებს არ შეყვეტს.

ეს განცხადება სამშაბათს ალ ყაიდას ლიდერმა აიმან ალ ზავაჰირიმ თავის ვიდეო გამოსვლაში გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ მოითხოვს ალ ყაიდასა და თალიბანთა დაჯგუფებების დაპატიმრებულ წევრთა გათავისუფლებასაც.

შეგახსნებთ, რომ 70 წლის ამერიკელი მოქალაქე უორენ ვეინშტეინი, ამა წლის ზაფხულში ცამეტმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, პაკისტანში საკუთარი სახლიდან გაიტაცა. ვეინშტეინი პაკისტანში არსებული ერთერთი ამერიკული კომპანიის დირექტორი იყო.

XS
SM
MD
LG