ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკელები ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ


ნიუ იორკელები ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ
ნიუ იორკელები ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ

დემონსტრანტები ლიბიის ხელისუფლებას სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ლიბიაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ნიუ იორკში დემონსტრანტები გაეროში ლიბიის მისიისკენ დაიძრნენ. ისინი ლიბიის ხელისუფლებას სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დემონსტრაციები ქალაქ ვაშინგტონში ლიბიის საელჩოსთანაც გაიმართა. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი მოგვითხრობს:

„კადაფი მკვლელია და უნდა წავიდეს. ის დაუნდობლად ხოცავს თავის ხალხს ტრიპოლში, ბენგაზში და ლიბიის სხვა ქალაქებში“ - ამბობს ამერიკაში მცხოვრები სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ალა ალი. დემონსტრანტები ამერიკის მთავრობისგან უფრო კატეგორიული ზომების მიღებას მოითხოვენ. თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავს საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. მოვუსმინოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს - აშ ჯეინს:

“ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღოს ცალმხრივი ზომები ლიბიასთან დაკავშირებით. ეს ყველაზე ყფრო კადაფის მომხრეებს აწყობთ. ისინი ამ ნაბიჯს დასავლეთის მიერ დადგმულ სცენარად გაასაღებენ და და მათ მხარდამჭერთა რიცხვი ერთიორად გაიზრდება“.

ვაშინგტონში ლიბიის საელჩომ უარი თქვა ამერიკელი ლიბიელების მიღებაზე. „ჩვენ მიღება არ გვაქვს და გთხოვთ ახლავე დატოვოთ ტერიტორია“ - განუცხადა დაცვის თანამშრომელმა დემონსტრანტებს. საელჩოს არცერთი წარმომადგენელი არ გამოვდა ხალხთან შესახვედრად და მათ დასაშოშმინებლად.

დემონსტრანტებმა ლიბიის საელჩოს ოფისში შეჭრაც კი სცადეს, მაგრამ დაცვამ მათ ხელი შეუშალა. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მაინც შეაღწია შენობაში. დემონსტრანტმა კადაფის სურათები და მწვანე დროშა კედლებიდან ჩამოხია და მათ მაგიერ აღმართა ტრანსპარანტი, რომელიც ამბობს: „ლიბიის საელჩო ლიბიელ ხალხს ეკუთვნის“. პოლიცია მის დატყვევებას ცდილობს.

ლიბიის ელჩი ხუთშაბათს ვაშინგტონის ოფისში არ იმყოფებოდა. მან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ კომენტარს აღნიშნულ ფაქტებზე არ გააკეთებს. დემონსტრანტები კი თავის მხრივ იმუქრებიან, რომ არ დაიშლებიან და საელჩოში კადაფის კვალს ბოლომდე გააქრობენ.

XS
SM
MD
LG