ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომელელმა მეკობრეებმა გერმანული გემი დაატყვევეს


სომელელმა მეკობრეებმა გერმანული გემი დაატყვევეს
სომელელმა მეკობრეებმა გერმანული გემი დაატყვევეს

ამ დროისთვის სომალალ მეკობრეებს დაახლოებით 30 გემი და 700-მდე ეკიპაჟის წევრი ჰყავთ დატყვევებული.

ევროკავშირის საზღვაო ძალების განცხადებით, სეიშელის კუნძულებთან სომელელმა მეკობრეებმა გერმანული გემი დაატყვევეს.

ევროკავშირის განცხადებით, სატვირთო გემი გასულ შაბათ-კვირას ინდოეთის ოკეანეში იქნა დატყვევებული. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება, რომლებიც რუსეთის, პოლონეთის, ფილიპინებისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.

უახლოესი საპატრულო გემი, რომელსაც დატყვევებული გემისთვის დახმარება უნდა აღმოეჩინა, შემთხვევის ადგილიდან 1000 საზღვაო მილით იყო მოშორებული.

ამ დროისთვის სომალელ მეკობრეებს დაახლოებით 30 გემი და 700-მდე ეკიპაჟის წევრი ჰყავთ დატყვევებული. გათავისუფლებულ გემებში მეკობრეებს საშუალოდ 5,4 მილიონი დოლარი აქვთ აღებული, როგორც გამოსასყიდი თანხა.

XS
SM
MD
LG