ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ახალ მიმართვას ავრცელებს


პენტაგონი ახალ მიმართვას ავრცელებს
პენტაგონი ახალ მიმართვას ავრცელებს

წინასწარ ცნობილია, თუ რა საიდუმლო ინფორმაციას გაამჟღავნებს ვიკილიკსი.

ორშაბათს პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია,რომელშიც მოუწოდა საინფორმაციო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ იმ დოკუმენტების გავრცელებისგან, რომელსაც ვიკილიკსი საკუთარ ვებსაიტზე მომავალ კვირას განათავსებს.

პენტაგონის პრესცენტრის საზღვაო ქვეითი ჯარების პოლკოვნიკის დეივ ლაპანის განცხადებით, წინასწარ ცნობილია, თუ რა საიდუმლო ინფორმაციას გაამჟღავნებს ვიკილიკსი. ამიტომაც თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის,რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად, საფრთხის ქვეშ მყოფი კონკრეტული პირები სამომავლო პრობლემებისგან დაიცვას და მათ გადარჩენაზე იზრუნოს.

დეივ ლაპანის განცხადებით, ამ ოპერაციაზე კონკრეტულად პენტაგონის 120 თანამშრომელი იმუშავებს. ისინი მობილიზებულები არიან და როგორც კი, საიდუმლო აგენტების გვარები გამჟღავნდება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მათ უსაფრთხოებასა და კონკრეტული საშიში ზონებიდან გამოყვანაზე იზრუნებენ. ლაპანის თქმით, ვიკილიკსმა ივლისში პენტაგონში ავღანეთის თემასთან დაკავშირებული 77,000 საიდუმლო დოკუმენტი გაამჟღავნა. მაშინ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ ზემოხსენებული დოკუმენტები მხოლოდ სამხედრო ტაქტიკის თემებს მოიცავდა.თუმცა ამჟამად გეითსის აცხადებს, რომ მაშინ დოკუმენტების გამჟღავნებამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს საკმაოდ სერიოზული ზარალი მიაყენა და იმ ავღანელების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, ვინც ამერიკულ სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდა.

ზოგი ინფორმაციის თანახმად, ამ კვირას ვიკილიკსი საკუთარ ინტრენეტ გვერდზე ერაყთან დაკავშრირებულ 400 ათასამდე საიდუმლო დოკუმენტს დადებს.თუმცა ინტერნეტ გვერდის ავტორი ჯულიან ასანჟი ცდილობს მკითხველს ზედმეტი მოლოდინი არ გაუჩინოს.

პენტაგონის პრესცენტრის წარმომადგენელი დეივ ლაპანი საინფორმაციო ორგანიზაციებს მოუწოდებს ვიკილიკსის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციების გავრცელებას ხელი არ შეუწყონ:

„საინფორმაციო საშუალებებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მსგავსი რეპუტაციის მქონე ინტერნეტ გვერდის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვეთრი განცხადებების კეთებისგან თავი შეიკავონ.“

პენტაგონის პრესცენტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ვიკილიკსს ყველა დოკუმენტი დააბრუნოს და თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნათა იგნორირება შეწყვიტოს.

XS
SM
MD
LG