ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქს 500 მილიონი მოხმარებელი ყავს


ფეისბუქს 500 მილიონი მოხმარებელი ყავს

სულ მალე ფეისბუქზე შესვლა ხელმისაწვდომი უფრო და უფრო მეტი მობილური ტელეფონით გახდება.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სოციალურ ვებ-გვერდ ფეისბუქს ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ყავს. 7 მილიარდიან მსოფლიოში ეს უზარმაზარი ციფრია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფეისბუქი რომ ქვეყანა ყოფილიყო, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ ის მოსახლეობის რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდოდა.

ჰარვარდის სტუდენტის, მარკ ცუკერბერგის გასართობი პროექტი იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო 15 თვის მანძილზე ფეისბუქს წამში 8 მომხმარებელი უერთდება.

ფეისბუქმა კომუნიკაციის ახალი ფორმა მოიტანა, სოციალური ქსელი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მეგობრებთან გაცვალოს პირადი ინფორმაცია, ფიქრები, ფოტოები.

“ხალხი ბევრად უკეთ დაუკავშირდა ერთმანეთს, არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის გამო, არამედ კომუნიკაცია მარტივი გახდა. სოციალური ნორმა არის რაღაც დროებითი, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც შეიცვლებოდა.”-ამბობს ცუკერბერგი.

მართლაც ხალხი ფეისბუქის მეშვეობით მეტად გახსნილია, ინფორმაცია როგორც დაქორწინების, ასევე განქორწინების შესახებ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ექსპერტები თვლიან, რომ ინფორმაციის გაცვლას შესაძლოა ბევრი ნეგატიური შედეგი ქონდეს. მაგალითად დამქირავებელს ადვილად შეუძლია ყველაფერი შეიტყოს პოტენციური კანდიდატის შესახებ მისი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით და ზედმეტი პირადი ინფორმაციის გამო ნაკლი მოუძებნოს.

ბევრს ფეისბუქთან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

ჯულია რიგითი მომხმარებელია:

“ვფიქრობ რომ საშინელებაა!”

და მაინც ხალხი პირად ინფორმაციას ფაისბუქ გვერდზე თვეში სულ მცირე 70-ჯერ ათავსებს.

ის რაც ერთ დროს კოლეჯის სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაცვლის საშუალება იყო, ახლა მსოფლიო ქსელად იქცა- ამბობს მაიკლ ნერლსონი, იდეის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც კომპანია აიბიემში მუშაობდა და ახლა ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ასწავლის.

“ბებიები, აღმასრულებელი დირექტორები, პოლიტიკოსები, ამჟამად ფეისბუქის მომხმარებელია მოსახლეობის 60 ჯგუფზე მეტია.”

ბონი სპიჩი საკუთარ გვერდს კვირაში ერთხელ ამოწმებს, რათა ოჯახთან კონტაქტი შეინარჩუნოს.

“ბებიაჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ფეისბუქთან ატარებს.”

მაიკ აედერნანი ფეისბუქის გვერდს გაცილებით ხშირად ამოწმებს.

“დღეში დაახლოებით ხუთჯერ ვამოწმებ და 5-5 წუთს ვატარებ ჩემს ფეისბუქ გვერძე.”

ფეისბუქი იმდენად პოპულარულია, რომ ხშირად პოლიტიკოსები მას სარეკლამო კამპანიის დროს იყენებენ, ამის მაგალითი ამერიკის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია.

საინტერესოა ის, რომ რომის პაპ ბენედიქტესაც კი აქვს საკუთარი გვერდი-ის ინფორმაციას 8 ენაზე ავრცელებს.

ფეისბუქმა დიდი როლი ითამაშა ირანში არჩევნების შემდეგ წამოწყებულ მოძრაობაში.

“უამრავი ირანელისთვის ფეისბუქი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდა. არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებს ინფორმაციის ღიად მოპოვების საშუალება არ ჰქონდათ, ფეისბუქი ერთ-ერთი საშუალება იყო, სადაც ვიდეოების, ფოტოებისა და ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება შეიძლებოდა.”-ამბობს ნელსონი.

მაიკლ ნელსონის თქმით, ფეისბუქის ხიბლი, ინფორმაციის მარტივად მოპოვებაშია. მისი თქმით, სოციალური მედიის მომავალი მობილური ტელეფონებია. სულ მალე ფეისბუქზე შესვლა ხელმისაწვდომი უფრო და უფრო მეტი მობილური ტელეფონით გახდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილიარდობით ადამიანს ხელის გულზე მოთავსებული სამყარო ექნება.

XS
SM
MD
LG