ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში არჩევნების პირველი რაუნდი დაიწყო


დაამარცხებენ თუ არა სოციალისტები და მათი მოკავშირეები ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულ პარტიას?

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე პარტიებმა შესაძლოა 577 ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს, უმნიშვნელო უპირატესობა მოიპოვონ. თუმცა ამ ეტაპზე, ნაადრევია იმის თქმა, დაამარცხებენ თუ არა სოციალისტები და მათი მოკავშირეები ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულ პარტიას.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იმედოვნებს, რომ მწვანეთა პარტია, რომელიც რადიკალურად მემარცხენე ძალადაა მიჩნეული, და მისი მოკავშირეები, სოციალისტებს უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარებიან.

XS
SM
MD
LG