ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ალ ყაიდას დევნას აგრძელებს


tan.
tan.

პარასკევს ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული უშიშროების საკითხში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკა გააგრძელებს ალ ყაიდას წევრების დევნას, კერძოდ კი იმ ქვეყნებში, რომლებიც ნებაყოფლობით არ თანამშრომლობენ ვაშინგტონთან ან თავად ვერ იგერიებენ ალყაიდას შემოტევებს.

მან იქვე დასძინა, რომ ამერიკის მთავრობა არ თვლის, რომ ქვეყნის სამხედრო ძალის გამოყენება შემოფარგლება მხოლოდ ავღნაეთით., თუმცა მრჩეველმა დაამატა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალის გამოყენება ყველგან და ნებისმიერ დროს არ შეუძლიათ.

ამავე განცხადების თანახმად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე , ამერიკა შეზღუდულია გამოიყენოს სამხედრო ძალა უცხო ტერიტორიაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის თანხმობის გარეშე.

ბრენანმა ასევე ისაუბრა კონგრესის წინადადებაზე, რომლის თანახმად ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანი უნდა გასამართლდეს არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო სასამართლოში.

ბრენანი იმედოვნებს , რომ კონგრესის წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რადგანაც კონგრესის ეს პროექტი ამერიკის სასამართლო პრინციპებისა და ფასეულობების შელახვაა.

მან იქვე დასძინა, რომ კონგრესის ახალი ინიციატივა ამერიკასთან საერთაშორისო ურთიერთანამაშრომლობას საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG