ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში ხელახალი არჩევნები გაიმართა


კოსოვოში ხელახალი არჩევნები გაიმართა
კოსოვოში ხელახალი არჩევნები გაიმართა

ზოგიერთ საარჩევნო უბანში არჩევნები ხელახლად დაინიშნა.

დღეს კოსოვოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხელახლად დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს გამართულ საყოველთაო არჩევნებში ოფიციალურმა პირებმა დარღვევები აღმოაჩინეს, რის გამოც ქვეყნის ზოგიერთ საარჩევნო უბანში არჩევნები ხელახლად დაინიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ცნობით, დაახლოებით 100,000 ამომრჩეველი კოსოვოს ხუთ რეგიონში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

დღევანდელი არჩევნების შედეგებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირებლები შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს გამართული საყოველთაო არჩევნები იყო კოსოვოს პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც რეგიონი სერბერთს გამოეყო.

XS
SM
MD
LG