რუსეთმა მესამე ყინულმჭრელი გააგზავნა ოხოტსკის ზღვაში გაჩხერილი სამი გემის დასახსნელად. სამაშველო ოპერაციას ძლიერი თოვა აბრკოლებს, რაც მხედველობის არეალს ზღუდავს.
პირველი ყინულმჭრელი ცუდი მეტეოპირობების გამო იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო. მეორე ყინულმჭრელს ყინულებში გაჩხერილი 400-მდე ადამიანისთვის სასმელი წყალი, საკვები პროდუქტები და საწვავი მიაქვს.