ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ავღანეთის გეგმას ნატოს სამიტზე წარმოადგენს


ვაშინგტონი ავღანეთის გეგმას ნატოს სამიტზე წარმოადგენს
ვაშინგტონი ავღანეთის გეგმას ნატოს სამიტზე წარმოადგენს

ჰამიდ კარზაის ავღანეთში ამერიკული სამხედრო ოპერაციების ინტენსივობის შემცირება სურს.

ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ავღანეთის შესახებ თავისი გეგმას ლისაბონში ნატოს სამიტზე წარმოადგენს.

ამის შესახებ რიჩარდ ჰოლბრუკმა საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა. მისი თქმით, პორტუგალიის დედაქალაქში გამართული ალიანსის უმაღლესი სამიტი ავღანეთში ამერიკული პოლიტიკის შემობრუნების მომენტი უნდა იყოს.

ჰოლბრუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო მისია ავღანეთში 2014 წლამდე არ დასრულდება, თუმცა სამხედრო პერსონალის შემცირების პროცესი უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.

ამავდროულად წამყვანი ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ავღანეთის პრეზიდენტსა და ავღანეთში ამერიკულ სარდლობას შორის უთანხმოების შესახებ იუწყება.

კვირას ჰამიდ კარზაიმ „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ მას ავღანეთში ამერიკული სამხედრო ოპერაციების ინტენსივობის შემცირება სურს. გენერალმა დევიდ პეტრეუსმა მის განცხადებას „განსაცვიფრებელი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG