ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი მოლაპარაკების დაწყებას მიესალმება


ირანის პრეზიდენტი მოლაპარაკების დაწყებას მიესალმება

თეირანი არასოდეს იტყვის უარს საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებებზე.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მიესალმება მოლაპარაკების დაწყებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ქალაქ არდებილში გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთს სხვა გზა არა აქვს გარდა იმისა, რომ დიალოგი აწარმოოს ირანთან. ამავე დროს აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თეირანი არასოდეს იტყვის უარს საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებებზე.

თავის მხრივ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კეტრინ ეშტონმა მხარი დაუჭირა მოლაპარაკების გამართვას ჟენევაში, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია მიიღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG