ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მოზარდი სამშობლოში დააბრუნეს


ამერიკელი მოზარდი სამშობლოში დააბრუნეს
ამერიკელი მოზარდი სამშობლოში დააბრუნეს

მიუხედავად იმისა რომ ტერნერი ესპანურს არ ფლობდა, ოფიციალურ პირებს ეჭვი არ გასჩენიათ მისი საბუთების სიყალბეში.

2011 წლის მაისში კოლუმბიაში დეპორტირებული ამერიკელი მოზარდი გოგონა გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.

გასულ წელს, 15 წლის ჯაკადრიენ ტერნერმა მოახერხა გაეყალბებინა საბუთები და მოსამართლესა და საიმიგრაციო სამსახურებს განუცხადა, რომ იგი 21 წლის არალეგალი იმიგრანტია კოლუმბიიდან, რის შემდეგაც მოხდა მისი ამერიკიდან კოლუმბიაში დეპორტირება.

მიუხედავად იმისა, რომ ტერნერი ესპანურს არ ფლობდა, ოფიციალურ პირებს ეჭვი არ გასჩენიათ მისი საბუთების სიყალბეში.

მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოახერხა 15 წლის მოზარდმა დროებითი პასპორტისა და კოლუმბიის სამუშაო უფლების მიღება.

XS
SM
MD
LG