როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს, სანამ დაიწყება ბირთვული განიარაღების ირგვლივ მოლაპარაკება, ჩრდილოეთ კორეამ უნდა გამოასწოროს ურთიერთობა სამხრეთ კორეასთან.
ბალიში მიმდინარე ასეანის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ორ კორეას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს. სამი წლის მაძილზე ორი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველად გამართეს ოფიციალური შეხვედრა.
პარასკევს, ორი კორეის ბირთვულ საკითხებში მაღალი რანგის წარმომადგენლები სამი წლის განმავლობაში პირველად მისუხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
სამხრეთ კორეა, აშშ, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია ბირთვული განიარაღების ირგვლივ მოლაპარაკების მომხრეები არიან. ხუთივე ქვეყანა ირებს მონაწილეობას ასეანის კონფერენციაში.