ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიის მეფემ ქვეყნის მთავრობა დაითხოვა


იორდანიის მეფემ ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
იორდანიის მეფემ ქვეყნის მთავრობა დაითხოვა

დემონსტრაციების მონაწილეები პოლიტიკურ რეფორმებს ითხოვენ.

იორდანიის მეფე აბდულამ ქვეყნის მთავრობა დაითხოვა და ახალი კაბინეტის დაკომპლექტება ყოფილ გენერალს დაავალა. იორდანიაში უკვე რამდენიმე კვირაა სახალხო გამოსვლები მიმდინარეობს.

დემონსტრაციების მონაწილეები პოლიტიკურ რეფორმებს ითხოვენ. ისინი მთავრობას ადანაშაულებენ სურსათსა და საწვავზე ფასების მომატებაში. ექსპერტების აზრით, იორდანიის საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისთვის ტუნისში ხელისუფლების ცვლილება და ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები სამაგალითო აღმოჩნდა.

მეფე აბდულამ ყოფილ პრემიერ მინისტრს მარუფ ალ ბახიტს, რომელიც წარსულში იორდანიის არმიის გენერალიც იყო, ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება სთხოვა. მეფის განცხადებით, ახალი მთავრობის მიზანი სწრაფი და პრაქტიკული რეფორმების გატარება იქნება.

XS
SM
MD
LG