ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერი ძმები დააკავეს


მილიარდერი ძმები ჰონგ კონგის დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა საბჭომ დააკავა

ჰონგ კონგის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრა.

ჰონგ კონგის უძრავი ქონების იმპერიის მფლობელი მილიონერი ძმები თომას და რეიმონდ კვოკი, რომელთა სახელსაც ორი ცნობილი ცათამბჯენის მშენებლობა უკავშირდება, ხუთშაბათს დააკავეს.

ახლახანს ძმები კვოკები ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს მილიარდერთა სიაში ოცდამეშვიდე ნომრად დაასახელა. ჟურნალის ინფრომაციით კვოკების ქონება 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მილიარდერი ძმები ჰონგ კონგის დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა საბჭომ დააკავა, თუმცა არანაირი დანაშაული მათ მიმართ ჯერჯერობით არ წამოუყენებიათ.

XS
SM
MD
LG