ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედევედევი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს


მედევედევი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს
მედევედევი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

ბატონი მედვედევის განცხადებით:“ ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხელს არასოდეს ჩამოართმევს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც არასოდეს აპატიებენ.“

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის სოჭის რეზიდენციაში რუსული მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუ მისცა, რომლის დიდი ნაწილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს დაუთმო.

ბატონი მედვედევის განცხადებით:“ ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხელს არასოდეს ჩამოართმევს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც არასოდეს აპატიებენ.“

რუსეთის პრეზიდენტის თქმით:“ ეს იდიოტური ავანტიურა რომ არ ყოფილიყო, საქმე ისე მიდიოდა, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის მოგვარების იმგვარი გზა გამოძებნილიყო, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართველების, აფხაზების და ოსებისთვისაც.“

დიმიტრი მედვედევს იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს მეთაური და მომავალ პრეზიდენტს საშუალება ექნება აღადგინოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები. მედვედევმა ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი მას უნდა უმადლოდეს დღესაც, რომ პრეზიდენტია, რადგან რუსეთის ჯარების თბილისში შესვლის შემთხვევაში დღეს იქ სხვა მთავრობა იჯდებოდა.

რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, პოლიტიკური რეალიების შეცვლის ფასად მოსკოვს არ უღირს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

მიუხედავად ამისა, ბატონი მედვედევი არ გამორიცხავს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში და მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი აქვს.

XS
SM
MD
LG