ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია


ეგვიპტეში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია
ეგვიპტეში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია

ქაიროს თაჰრირის მოედანზე ისევ კარვები და ეგვიპტის დროშები გამოჩნდა.

ათობით ათასი ეგვიპტელი ისევ ქუჩებში გამოდის. ისინი ამჯერად მთავრობის მიერ რეფორმების არასაკმარისი ტემპებით გატარებას აპროტესტებენ.

ქაიროს თაჰრირის მოედანზე ისევ კარვები და ეგვიპტის დროშები გამოჩნდა. შედარებით მცირე ზომის დემონსტრაციები ალექსანდრიაში და სუეცშიც გაიმართა.

თვითმხილველთა განცხადებით, სუეცში სროლის ხმა ისმოდა.მიტინგის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრთა გასამართლება შესაბამისი გამჭვირვალეობით არ მიმდინარეობს.

ეგვიპტელები დემოკრატიის დამცველთა წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიების მონაწილეთა დაუყოვნებლივ გასამართლებასაც მოითხოვენ.

ისინი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით არიან განაწყენებულნი, რომლის მიხედვითაც, სამშაბათს მუბარაქის სამი მინისტრი უდანაშაულოდ ცნეს. შვიდი პოლიციელი კი, რომელთაც მომიტინგეებს გაზაფხულზე ცეცხლი გაუხსნეს, გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს.

XS
SM
MD
LG